1. ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.

2. ჯგუფის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ჯგუფის წევრების შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობისა, ირჩევს ჯგუფი.

3. ჯგუფის თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩევიან 1 წლის ვადით. დასაშვებია მათი ხელახლა არჩევა.

4. ჯგუფის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს ჯგუფის საქმიანობას;

ბ) იწვევს ჯგუფის სხდომას და განსაზღვრავს მისი ჩატარების ადგილს, დროსა და ფორმატს;

გ) ადგენს სხდომის დღის წესრიგს;

დ) უძღვება სხდომას და უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ განხილვას;

ე) უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცედურის დაცვას;

ვ) ხელს აწერს სხდომის ოქმს;

ზ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის, აცილების/თვითაცილების, უფლებამოსილების შეწყვეტის ან სხვა მიზეზით მის მიერ ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე.

6. ჯგუფის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ერთდროული არყოფნის შემთხვევაში სხდომას წარმართავს ჯგუფის წევრთაგან ერთ-ერთი, რომელსაც დამსწრე წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ სხდომის დასაწყისში. არჩეულ პირს აქვს ჯგუფის თავმჯდომარის უფლებამოსილებები.

7. სხდომის მდივნის ფუნქციას ახორციელებს ცენტრის იურისტი.

8. სხდომის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს სხდომის ორგანიზებას;

ბ) უზრუნველყოფს წევრებისთვის მასალების დროულ მიწოდებას;

გ) აწარმოებს სხდომის ოქმს;

დ) ახორციელებს სხდომის აუდიო- ან/და ვიდეოჩაწერასა და მისი შესაბამისი წესით დაარქივებას;

ე) ამზადებს მიღებული გადაწყვეტილებების პროექტს;

ვ) ასრულებს ჯგუფის თავმჯდომარის დავალებებს;

ზ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ