1. არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) წინასწარ, გონივრული დროით ადრე, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ატყობინებს არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს ჯგუფის სხდომის ჩატარების დროსა და ადგილს. შეტყობინების, აგრეთვე მისი განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) შესაბამის ინფორმაციას ასახავს ოქმში.

2. საქმის სრულყოფილად განხილვის მიზნით, ჯგუფის სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს არასრულწლოვანს უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლის მეშვეობით. მას აგრეთვე უფლება აქვს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. თუ არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება იმ მოთხოვნას, რომელიც მეტად შეესაბამება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს.

3. არასრულწლოვანმა და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა/ წარმომადგენელმა შესაძლებელია, ჯგუფის სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად – ელექტრონული კომუნიკაციის საშუალები