1. ჯგუფი ვალდებულია საკითხები განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ამ წესის მე-9 მუხლითა და „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში, უწყვეტად და არ დაუშვას განხილვის პროცესის გაუმართლებელი დაყოვნება.

2. დამატებითი ინფორმაციის ან დასკვნის საჭიროების შემთხვევაში საკითხის განხილვა შეიძლება, გადაიდოს, თუ ეს არ გამოიწვევს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბოლოო ვადის დარღვევა