1. ჯგუფი უფლებამოსილია, მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის დამტკიცების შესახებ;

ბ) სერვისის/პროგრამის შეცვლის შესახებ;

გ) სერვისის/პროგრამის გაგრძელების შესახებ;

დ) კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დასრულების შესახებ;

ე) სასამართლოსთვის არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შუამდგომლობით მიმართვის შესახებ;

ვ) არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე;

ზ) არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის სახლში დასრულების შესახებ;

თ) არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის სახლში დასრულებისა და არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ;

ი) არასრულწლოვანის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე;

კ) არასრულწლოვანის მიერ სახლის კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით დროებით დატოვების შესახებ;

ლ) ცენტრისთვის სახლში განთავსებული არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ, რომლის საფუძველზე კანონიერ წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენლებს განესაზღვრება/ განესაზღვრებათ არასრულწლოვანის მონახულების დამატებითი დრო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ჯგუფი იღებს სახლის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების გათვალისწინებით, ჯგუფის მიერ არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეების, არასრულწლოვანის საჭიროებების, არასრულწლოვანის სახლში ყოფნის აუცილებლობის შეფასების საფუძველზ