1. ჯგუფის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს: არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს; საქმის მასალებს; არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს; მონიტორინგის ანგარიშებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ჯგუფი ეცნობა არასრულწლოვანისა (ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით) და მისი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლის მოსაზრებებს, მათი სურვილის შემთხვევაში.

2. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:

ა) არასრულწლოვანის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) საქმის მოკლე აღწერა;

გ) შეფასებული გარემოებები;

დ) გამოყენებული სამართლებრივი საფუძვლები;

ე) არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებული სერვისი/პროგრამა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმა;

ვ) სერვისის/პროგრამის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი პირი/დაწესებულება/უწყება;

ზ) დასაბუთება გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა;

თ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი;

ი) გადაწყვეტილებისგან განსხვავებული აზრის შესახებ.

3. ჯგუფის გადაწყვეტილებათა შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელსა და პირს/დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში უნდა ჩაერთოს ეს არასრულწლოვანი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, თუ იგი ჩართულია არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესშ