1. ჯგუფი საქმიანობისას უზრუნველყოფს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, მისი ღირსების პატივისცემასა და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობას.
2. ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს თანაზომიერების, ყველაზე მსუბუქი ღონისძიების გამოყენების პრიორიტეტულობის, კანონიერებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპების საფუძველზე.
3. გადაწყვეტილების მიღებისას ჯგუფი ხელმძღვანელობს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობისა და არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპებით. აფასებს მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მათ შორის, ასაკს, გონებრივი/კოგნიტური უნარების განვითარების დონეს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, განათლებას, აღზრდის პირობებს, ოჯახურ და სოციალურ გარემოს, უსაფრთხოებას, რეაბილიტაციის საჭიროებებსა და სხვა გარემოებებს, რომლებიც არასრულწლოვანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.
4. არასრულწლოვანის სურვილის შემთხვევაში ჯგუფი ისმენს და ითვალისწინებს არასრულწლოვანის მოსაზრებებს, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.
5. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება მულტიუწყებრივ თანამშრომლობას, პროფესიულ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და გადაწყვეტილების დასაბუთებულობას და მიმართულია პროცესის უსაფუძვლო გაჭიანურების თავიდან აცილებისკენ.
6. ჯგუფის საქმიანობისას უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობისა და არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისა