1. ჯგუფი შედგება 5 წევრისგან. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროს წარმომადგენელი (ექიმი) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის 1 თანამშრომელი;
ბ) განათლების სფეროს წარმომადგენელი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემის 1 თანამშრომელი;
გ) ცენტრის 3 თანამშრომელი: სოციალური მუშაკი/სოციალური მუშაკის პროფესიული ზედამხედველი, ფსიქოლოგი/ფსიქოლოგის პროფესიული ზედამხედველი და იურისტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამინისტროები ცენტრის თავმჯდომარეს ჯგუფის წევრის კანდიდატურასთან ერთად წარუდგენენ მის არანაკლებ ერთი შემცვლელის კანდიდატურას, მათი რიგითობის მითითებით. ცენტრის თანამშრომელთაგან ჯგუფის წევრებსა და მათ შემცვლელს განსაზღვრავს ცენტრის თავმჯდომარე.
3. ჯგუფის შემადგენლობის გადასინჯვის მიზნით:
ა) ცენტრის თავმჯდომარე ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა, მიმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის სამინისტროს, ჯგუფში მისი წარმომადგენლის (ჯგუფის წევრი და მის შემცვლელი პირი) უფლებამოსილების დადასტურების ან ახალი კანდიდატურის წარდგენის შესახებ. შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია, ცენტრის თავმჯდომარის მიმართვიდან 1 თვის ვადაში დაადასტუროს ჯგუფში მათი წარმომადგენლის უფლებამოსილება ან წარადგინოს ახალი კანდიდატურა. თუ შესაბამისი სამინისტრო დადგენილ ვადაში არ დაადასტურებს ჯგუფში მისი წარმომადგენლის უფლებამოსილებას ან წარადგენს ახალ კანდიდატურას, ჯგუფის შესაბამისი წევრისა და მისი შემცვლელი პირის უფლებამოსილება დადასტურებულად ჩაითვლება;
ბ) ცენტრის თავმჯდომარე უფლებამოსილია, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 ივნისისა, განაახლოს ჯგუფის შემადგენლობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წევრებითა და მათი შემცვლელი პირებით.
4. ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, აგრეთვე ჯგუფის წევრთა შემცვლელები, მათი რიგითობის მითითებით, განისაზღვრება ცენტრის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, შეიქმნას ორი ან მეტი ჯგუფი.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამინისტროს სისტემის წარმომადგენლის (ჯგუფის წევრი და მისი შემცვლელი) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი სამინისტრო ცენტრის თავმჯდომარეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ახალ კანდიდატურას;
ბ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის თავმჯდომარე ცენტრის თანამშრომელთაგან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვრავს ჯგუფის წევრსა და მის შემცვლელ პირს.
7. შესაბამისი სამინისტრო/ცენტრი უზრუნველყოფს ჯგუფის საქმიანობაში მის მიერ წარდგენილი წევრის/შემცვლელი წევრის შეუფერხებელ მონაწილეობასა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულება