1. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია და უნარები უნდა უზრუნველყოფდეს საბანკო საქმიანობის სათანადოდ წარმართვისა და რისკების მართვის ეფექტური ექსპერტიზის შესაძლებლობას.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭო წევრი აღარ შეესაბამება კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან ამის პოტენციური საფრთხის არსებობს,ან საბჭოს წევრი ვერ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებს, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და ეროვნულ ბანკს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.
3. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ბანკის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას.
4. სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ერთი მესამედი, მაგრამ არანაკლებ 2 (ორი) წევრისა, უნდა წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ წევრებს. ამასთან, მშობელი საწარმო ან/და საბანკო ჯგუფის წევრი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი შვილობილი ბანკისთვისაც ჩაითვლება დამოუკიდებლად იმ პირობებში, თუ ბანკი/კანდიდატი/წევრი დაადასტურებს, რომ ბანკის მშობელი საწარმო სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ფაქტორები შეესაბამება წინამდებარე კოდექსით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას.
5. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან კანდიდატების ამ კოდექსით განსაზღვრული დამოუკიდებლობა უნდა დასტურდებოდეს (ბანკის მიერ) მის დანიშნვამდე, როგორც ეს განსაზღვრულია ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დამოუკიდებლობის შესახებ კითხვარითა და ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შესაბამისობის ანალიზით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს დამოუკიდებელ წევრად დანიშვნიდან 9 წლის გასვლის შემდგომ, ავტომატურად უწყდება დამოუკიდებელი წევრის სტატუსი. აღნიშნული ვადა აითვლება საბჭოს წევრის დანიშვნის დღიდან.
7. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო საკუთარი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისათვის, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესში და ბანკს უნდა შეეძლოს აღნიშნული შესაბამისობის დემონსტრირება.
8. ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსი. აღნიშნული გულისხმობს საბჭოს განსხვავებული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20% (არანაკლებ 1 წევრი) უნდა შედგებოდეს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან.
9. ბანკში უნდა არსებობდეს სამეთვალყურეო საბჭოს შერჩევის, დამოუკიდებლობისა და შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები.
10. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ერთობლივად არიან პასუხისმგებელნი ბანკის საერთო ინტერესებზე, მიუხედავად მათი დამნიშნავი აქციონერებისა. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ფიდუციარული ვალდებულებები აკისრიათ ბანკის წინაშე, როგორც ეს განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების, ამასთან, მათი ფუნქცია-მოვალეობების ეფექტური განხორციელების მიზნებისათვის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უნდა მონაწილეობდნენ როგორც დანიშვნის დროს ახალი წევრების საკვალიფიკაციო პროგრამაში, ასევე, საბჭოს წევრობისას პროფესიული განვითარების სწავლებებში. მსგავს სწავლებებსა და პროგრამებში განსაკუთრებით ჩართული უნდა იყვნენ საბჭოს ისეთი წევრები, რომლებსაც წინამდებარე კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეფასების ან თვითშეფასების შედეგების გათვალისწინებით განესაზღვრებათ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო პროფესიული განვითარების სწავლებები მათი შედარებით ნაკლები გამოცდილების გათვალისწინებით, მათ შორის, ფინანსების, საზედამხედველო ან/და რისკებთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებით. აღნიშნული შესაძლოა, საჭიროებდეს როგორც შიდა, ისე გარე რესურსების ჩართულობას.
12. სამეთვალყურეო საბჭოსა და კომიტეტების წევრებს უნდა შეეძლოთ გადასაწყვეტი საკითხის კომპლექსურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით ისარგებლონ დამოუკიდებელი კონსულტანტების სერვისით. ამ მიზნით ბანკის დირექტორატმა ბიუჯეტის შედგენის პროცესში უნდა უზრუნველყოს საკმარისი რესურსის (ბიუჯეტის) გამოყოფა.
13. წინამდებარე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების თაობაზე ინფორმაცია (მათ შორის, საბჭოს წევრების მხრიდან მოთხოვნილი პროფესიული სწავლებები; პროფესიული სწავლებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ საბჭოს წევრები; ბანკის მხრიდან სწავლებებისა და კონსულტანტების დაქირავებისთვის გამოყოფილი და დახარჯული ბიუჯეტი; საბჭოს წევრების მიერ მოთხოვნილი და განხორციელებული საკონსულტაციო სერვისები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია) ყოველწლიურად უნდა მიეწოდებოდეს ეროვნულ ბანკ