1. წინამდებარე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკი ვალდებულია, სამეთვალყურეო საბჭოსთან შექმნას ანაზღაურების კომიტეტი. კომიტეტი ხელს უნდა უწყობდეს სამეთვალყურეო საბჭოს ბანკის მასშტაბით ანაზღაურების სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებაში, ასევე, იმის მიღწევაში, რომ ბანკის ანაზღაურების სისტემა შესაბამისობაში იყოს ბანკის კულტურასთან, გრძელვადიან ბიზნეს სტრატეგიასა და რისკის აპეტიტთან, ბანკის საქმიანობასა და კონტროლის გარემოსთან ისევე, როგორც კანონმდებლობის/საზედამხედველო მოთხოვნებთან.

2.    ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. ამასთან, კომიტეტი დაკომპლექტებული უნდა იყოს მინიმუმ 3 წევრისგან, რომელთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ.

3.    ანაზღაურების კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად პასუხისმგებელია:

ა) რეგულარულად განიხილოს და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბანკის ანაზღაურების პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონმდებლობით დადგენილ საზედამხედველო სტანდარტებთან შესაბამისობა. აღნიშნული მოიცავს ბანკის ანაზღაურების პოლიტიკის ეფექტურობისა და მისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს რეკომენდაციები  დირექტორატის წევრებისა და მატერიალური რისკის ამღებ სხვა პირთა ანაზღაურების თაობაზე;

გ) ყოველწლიურად წარუდგინონ რეკომენდაციები სამეთვალყურეო საბჭოს ანაზღაურების პოლიტიკით განსაზღვრულ პირთა კატეგორიების ანაზღაურების თაობაზე;

დ) უზრუნველყოს „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესით“ მოთხოვნილი ანაზღაურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის აუცილებელი შიდა პროცესების არსებობა მოცემული ინფორმაციის მაქსიმალური სისწორის უზრუნველსაყოფად;

4. ანაზღაურების კომიტეტმა უნდა ითანამშრომლოს ბანკის რისკების კომიტეტთან ანაზღაურების სისტემის წამახალისებელი ფაქტორების შეფასების მიზნით. რისკების კომიტეტი ანაზღაურების კომიტეტისგან დამოუკიდებლად ამოწმებს, რამდენად ითვალისწინებს ანაზღაურების სისტემის წამახალისებელი ფაქტორები ბანკის რისკებს, კაპიტალს, ლიკვიდობას, შემოსავლების პროგნოზსა და დროში განაწილება