1. ყველა ბანკის დირექტორატის სტრუქტურულ წყობაში წარმოდგენილი უნდა იყოს გენერალური დირექტორი, რომელიც ბანკის უმაღლესი აღმასრულებელი პირია. ბანკის აღმასრულებელი მმართველობის მხრიდან ბანკის შიდა ოპერაციებზე, შესაბამისობასა და საქმიანობაზე საბოლოო პასუხისმგებლობა გენერალურ დირექტორს ეკისრება. ამასთან, გენერალური დირექტორი, სხვა ფუნქციებთან ერთად, ასრულებს ბანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამაკავშირებელ ფუნქციას.

2. გენერალურ დირექტორს ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო.

3. ბანკის გენერალურ დირექტორს უნდა გააჩნდეს თავისი ფუნქციების შესრულებისთვის აუცილებელი დრო, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებ