1.    სამეთვალყურეო საბჭოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს წევრთა უნარებისა და გამოცდილების ფართო სპექტრი და აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის შერჩევის თითოეულ შემთხვევაში.

2.    სამეთვალყურეო საბჭოს მხრიდან პერიოდულ გადახედვას უნდა ექვემდებარებოდეს საბჭოს სტრუქტურა, ზომა და შემადგენლობა, ასევე სამეთვალყურეო საბჭოსთან შექმნილი კომიტეტების სტრუქტურა და კოორდინაცია, საბჭოს თითოეული წევრის შესაბამისობა კანონმდებლობისა და ბანკის შიდა წესების მოთხოვნებთან, საბჭოს შიდა მმართველობითი პრაქტიკებისა და პროცედურების ეფექტურობა.

3.    წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიზნებისთვის, სამეთვალყურეო საბჭოს უნდა გააჩნდეს თვითშეფასების და შეფასების შესაბამისი პროცედურები, რაც გულისხმობს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ  ყოველწლიურად მთლიანი სამეთვალყურეო საბჭოს, კომიტეტებისა და საბჭოს ინდივიდუალური წევრების საქმიანობის შეფასებას.

4.    მინიმუმ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობა გარე შემფასებლის მიერ უნდა ფასდებოდეს. გარე შემფასებელს ირჩევს სამეთვალყურეო საბჭო ან კორპორაციული მართვის კომიტეტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, გარე შემფასებლის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს შეფასების სიხშირე გაიზარდოს.

5.    სამეთვალყურეო საბჭოს როგორც თვითშეფასების, ასევე გარე შემფასებლის შეფასების მიზანია ისეთი საკითხების გამოვლენა, რაც საბჭოს ან მათი წევრების მხრიდან საჭიროებს გაუმჯობესებას. შეფასების შედეგად, სამეთვალყურეო საბჭომ უნდა დაგეგმოს ღონისძიებები გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს საბჭოს წევრებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობის განსაზღვრას.

6.    წინამდებარე მუხლით განსაზღვრული შეფასებისას გამოყენებული მონაცემები და შეფასების შედეგები უნდა ქვეყნდებოდეს „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესის“ მიხედვით და  იმავდროულად, უნდა ეგზავნებოდეს ეროვნულ ბანკ