1. სამეთვალყურეო საბჭოსთან შექმნილი რისკების კომიტეტი გარდა სხვა ფუნქციებისა:
ა) განიხილავს რისკის სტრატეგიებს როგორც აგრეგირებული, ისე ინდივიდუალური რისკის ჭრილში და აწვდის შესაბამის რეკომენდაციებს სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, ბანკის მიმდინარე და მომავალ რისკის აპეტიტზე;
ბ) ამზადებს და სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ანგარიშგებას ბანკში არსებული რისკის კულტურის შესახებ და განიხილავს ბანკის რისკის პოლიტიკებს, სულ მცირე, ყოველწლიურად;
გ) მონიტორინგს უწევს დირექტორატს, რამდენად სათანადო პროცედურების დაცვით ხდება დირექტორატის მხრიდან ბანკის საქმიანობის რისკის პოლიტიკებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
დ) თანამშრომლობს და მონიტორინგს უწევს რისკების დირექტორის საქმიანობას;
ე) რეკომენდაციას აძლევს სამეთვალყურეო საბჭოს რისკის სტრატეგიებისა და პოლიტიკების ეფექტურობის თაობაზე, მათ შორის, იდენტიფიცირებული რისკებისთვის საკმარისი კაპიტალის შენარჩუნებასა და განაწილებაზე;
ვ) მონიტორინგს უწევს კაპიტალისა და ლიკვიდობის მართვის სტრატეგიებს, ასევე ყველა სახის რისკს, როგორებიცაა საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო და რეპუტაციული რისკები, იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი რისკის აპეტიტთან შესაბამისობა.
2. რისკების კომიტეტი პასუხისმგებელია შესაბამისი რეკომენდაციები და მოსაზრებები წარუდგინოს საბჭოს ბანკის არსებულ და მომავალ რისკის აპეტიტთან დაკავშირებით. ამასთან, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, აწარმოოს შესაბამისი ანგარიშგება საბჭოსთან დაიდენტიფიცირებული მატერიალური რისკებისა და სხვა საკითხების, მათ შორის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების სტრუქტურის, ეფექტური ფუნქციონირების, უწყვეტობისა და ზოგადად, ბანკში არსებული რისკის კულტურის თაობაზე.
3. კომიტეტი მუდმივად უნდა იღებდეს შესაბამის ანგარიშგებას რისკების დირექტორისგან და სხვა შესაბამისი ფუნქციებისგან ბანკის მიმდინარე რისკის პროფილის, რისკის კულტურის, გაცხადებული რისკის აპეტიტთან დაკავშირებით შესაბამისი აქტივობების, ლიმიტების, ლიმიტების დარღვევებისა და მიტიგაციის გეგმებთან დაკავშირებით.
4. რისკისა და აუდიტის კომიტეტებს შორის უნდა არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, ყველა სახის რისკის დაიდენტიფიცირებას, მათ შორის, ახლადგამოვლენილი რისკებისა და ასევე ნებისმიერი სახის საჭირო კორექტირებების შეტანას ბანკის რისკის მართვის ჩარჩოში.
5. რისკების კომიტეტს უნდა შეეძლოს დირექტორატის, რისკებისა და კონტროლის თანამშრომლებთან, ასევე სხვა შიდა თუ გარე მხარეებთან დამოუკიდებლად შეხვედრა კომიტეტის ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნებისათვის.
6. რისკების კომიტეტის თავმჯდომარე დამოუკიდებელი უნდა იყოს და იმავდროულად არ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და სხვა კომიტეტის თავმჯდომარე. ამასთან, რისკების კომიტეტი მინიმუმ 3 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ.
7. რისკების კომიტეტი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს რისკების დირექტორთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბანკის რისკების მართვის სისტემის ეფექტურობა და პროპორციულობა ბანკის რისკების ბუნებასთან, მასშტაბებსა და კომპლექსურობასთან. რისკების კომიტეტი ყველა შეხვედრაზე უნდა იწვევდეს რისკების დირექტორ