1. საბანკო ჯგუფში შემავალი ბანკის მშობელი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო ან მისი არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი უმაღლესი მმართველობის ორგანო, პასუხისმგებელია საბანკო ჯგუფის დონეზე კორპორაციული მართვის, მათ შორის, მთლიანად საბანკო ჯგუფისა და მასში შემავალი საწარმოების მმართველობითი სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებაზე, რომელიც თავის მხრივ უნდა შეესაბამებოდეს საბანკო ჯგუფისა და მასში შემავალი საწარმოების სტრუქტურას, ბიზნეს-საქმიანობასა და რისკებს.
2. ბანკის მშობელი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო ან, მისი არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მმართველობის ორგანო, უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ მატერიალური რისკებისა და საკითხების შესახებ, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ბანკსა და მის შვილობილებზე. აღნიშნული მათ შორის უნდა მოიცავდეს შვილობილების სტრუქტურის, მათი კონტროლებისა და საქმიანობის, ასევე მათ მიერ დამტკიცებულ სტრატეგიასთან შესაფერისობის თაობაზე პერიოდული მიმოხილვების მიღებას. ამასთან, მშობელი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო ადეკვატურ მონიტორინგს უნდა უწევდეს შვილობილებს, რა პროცესშიც შენარჩუნებული უნდა იყოს შვილობილების სამეთვალყურეო საბჭოების სამართლებრივი და მმართველობითი პასუხისმგებლობები.
3. საბანკო ჯგუფის წევრი თითოეული საწარმოს დირექტორატი ან მსგავსი ფუნქციის მატარებელი ორგანო და არსებობის შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელია რისკების მართვის ეფექტური პროცესების შენარჩუნებაზე საწარმოს შიგნით. დამატებით მნიშვნელოვანია საწარმოების მხრიდან საბანკო ჯგუფის დონეზე რისკების მართვის ეფექტურობის ხელშეწყობა.
4. საბანკო ჯგუფის წევრი თითოეული შვილობილის სამეთვალყურეო საბჭო ან მსგავსი ფუნქციის მატარებელი ორგანო უნდა აფასებდეს საბანკო ჯგუფის პოლიტიკების შესაბამისობას საქმიანობის განხორციელების ქვეყნის კანონმდებლობის/საზედამხედველო მოთხოვნებთან და შეცვალოს აღნიშნული პოლიტიკები და შეიტანოს მასში გარკვეული კორექტირებები, როდესაც საბანკო ჯგუფის პოლიტიკები კონფლიქტში მოდის კანონმდებლობის/საზედამხედველო გარკვეულ დანაწესებთან ან/და აღნიშნული საფრთხეს უქმნის ბანკის ჯანსაღ ფუნქციონირება