სამეთვალყურეო საბჭოსთან შექმნილი კორპორაციული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი, გარდა სხვა ფუნქციების შესრულებისა:
ა) უზრუნველყოფს საწარმოს შიდა მმართველობითი სტრუქტურის შესაბამისობას კორპორაციული მართვის საკითხების მომწესრიგებელ კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საწარმოს შიდა წესებთან/დოკუმენტებთან;
ბ) უზრუნველყოფს საწარმოს შიგნით ისეთი გადაწყვეტილებების მიღების სისტემის არსებობას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებისას საწარმოს რეპუტაციული რისკების შეფასებას და ამასთან, სრულ შესაბამისობას კანონმდებლობასთან და საწარმოს შიდა სტანდარტებთან;
გ) წარუდგენს რეკომენდაციებს სამეთვალყურეო საბჭოს ახალ კანდიდატურათა და დირექტორთა საბჭოს კანდიდატურებთან დაკავშირებით. ამასთან, კორპორატიული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული სამეთვალყურეო საბჭოს სტრუქტურული დაგეგმარების პროცესში, მათ შორის, საბჭოს წევრთა გადარჩევის საკითხების მიმართულებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს საწარმოსა და მისი ბიზნეს სტრატეგიის მოთხოვნები, საჭიროებები და საბჭოში არსებული უნარები და ექსპერტული ცოდნა;
დ) რეგულარულად განიხილავს სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირების ეფექტურობასა და ეფექტიანობას. კორპორატიული მართვისა და ნომინაციის კომიტეტი რეგულარულად გადახედავს რიგ პოზიციაზე დანიშნულ პირთა კანდიდატურებს, როგორებიცაა აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსური დირექტორი და სხვა პირთა დანიშვნის საფუძვლებს;
ე) უზრუნველყოფს, რომ საწარმოში არსებობდეს ადეკვატური პოლიტიკები და პროცედურები დირექტორთა საბჭოს წევრების დანიშვნის, გათავისუფლებისა და გადარჩევის კუთხით. კომიტეტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ მიმართულებებით საწარმოში მიმდინარე პროცესებში;
ვ) ჩართული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს ჩანაცვლებისა და ეფექტურობის შეფასების პროცესში ისევე, როგორც საწარმოს ადამიანური რესურსების პოლიტიკის მონიტორინგის პროცესებშ