1. საწარმოში სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს საქმიანობის განხორციელებისას უნდა ჰქონდეთ ობიექტური და დამოუკიდებელი ან სხვა გარე მხარის გავლენის/პოტენციური გავლენის გარეშე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და მათი რაოდენობა უნდა უზრუნველყოფდეს ნებისმიერი არსებითი ინტერესთა კონფლიქტის სათანადოდ განხილვის/აღმოფხვრის შესაძლებლობას.
2. ინტერესთა კონფლიქტისა და დამოუკიდებლობის დამაბრკოლებელი გარემოებები წარმოიშობა, სულ მცირე, ისეთ შემთხვევებში, როდესაც:
ა) პირს აქვს არსებითი ფინანსური, სამართლებრივი, ეკონომიკური ან სხვა სახის კავშირი/ვალდებულება საწარმოს/შვილობილი საწარმოს, დირექტორთა საბჭოს ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების/პარტნიორების წინაშე;
ბ) პირს აქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე არსებითი ფინანსური ინტერესი (მაგალითად, როგორიცაა საკუთრება, ინვესტიცია) საწარმოში ან მის შვილობილ საწარმოში ან ამ საწარმოების მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერებთან/პარტნიორებთან;
გ) პირს უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჰქონია პროფესიული ან სამუშაო ურთიერთობა (მათ შორის, საქმიანი მომსახურების გაწევა) ამ საწარმოსთან ან მის შვილობილ საწარმოსთან/მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან/პარტნიორთან;
დ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პირი აწარმოებს/აწარმოებდა ბიზნესს (პირდაპირ/არაპირდაპირ) ან აქვს/ჰქონია სხვა სახის საქმიანი ურთიერთობა საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთან ან პირთან, რომელიც საწარმოში ფლობს მნიშვნელოვან წილს;
ე) პირი იღებს რაიმე დამატებით ანაზღაურებას საწარმოსგან, გარდა ფიქსირებული ანაზღაურებისა, რომელიც უკავშირდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას ან აქციების/წილის ფლობას;
ვ) პირი წარმოადგენს საწარმოს ან მისი შვილობილი საწარმოს მმართველი ორგანოს ოჯახის წევრს ან მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირის ოჯახის წევრს;
ზ) პირს აქვს სხვა სახის ურთიერთობები, პოზიცია ან რაიმე კავშირი, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს საწარმოს ინტერესზე ან/და საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს/აუდიტის კომიტეტის წევრობაზე, მათ შორის, პირადი ურთიერთობა ან ბიზნეს კავშირი ისეთ პირთან, ვინც საწარმოში ან მის შვილობილ საწარმოში ფლობს მნიშვნელოვან წილს;
თ) პირის დამოუკიდებელ წევრად დანიშვნიდან გასულია 5 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დასაბუთება ამ წევრის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში დარჩენის თაობაზ