1. სამეთვალყურეო საბჭოსთან შექმნილი ანაზღაურების კომიტეტი ხელს უნდა უწყობდეს სამეთვალყურეო საბჭოს საწარმოს ანაზღაურების სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებაში, ასევე, იმის მიღწევაში, რომ საწარმოს ანაზღაურების სისტემა შეესაბამებოდეს მის კულტურას, გრძელვადიან ბიზნესს და რისკის მართვის ჩარჩოს, საწარმოს საქმიანობას და კონტროლის გარემოს ისევე, როგორც კანონმდებლობის/საზედამხედველო მოთხოვნებს.
2. ანაზღაურების კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად პასუხისმგებელია:
ა) რეგულარულად განიხილოს საწარმოს ანაზღაურების პოლიტიკა და შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს. უზრუნველყოს საწარმოს ანაზღაურების პოლიტიკის ეფექტურობისა და მისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება, მათ შორის ძირითადი საქმიანობის შედეგების ინდიკატორებთან მიმართებით;
ბ) ყოველწლიურად მოამზადოს რეკომენდაციები მმართველი ორგანოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით და წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საერთო კრება