1. საწარმოს დირექტორთა საბჭო სხვა ფუნქციებთან ერთად, აღასრულებს საწარმოს ბიზნესსტრატეგიებს,  სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ქმნის ფინანსური და არაფინანსური რისკების, მათ შორის მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი და სოციალური, მართვის ეფექტურ სისტემებს, რისკის კულტურას, პროცესებსა და კონტროლებს, აწვდის სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციას. აღნიშნული, მათ შორის, მოიცავს იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დირექტორთა საბჭოს საქმიანობის შეფასებისა და ზედამხედველობის ფუნქციის ეფექტურად შესრულებისთვის. დირექტორთა საბჭო სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარულად უნდა აწვდიდეს ინფორმაციას საწარმოს მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე. საწარმოს დირექტორთა საბჭო, ასევე, პასუხისმგებელია საწარმოს თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების სწორად გადანაწილებასა და ეფექტური მმართველობის სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც საწარმოს შიგნით ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას უნდა უზრუნველყოფდეს.

2. საწარმოს დირექტორთა საბჭოს ფუნქციები და პასუხისმგებლობები განსაზღვრული უნდა იყოს  საწარმოს წესდებით, რათა არ მოხდეს რომელიმე პირის/პირთა ჯგუფის მიერ განუსაზღვრელი კონტროლის  მოპოვება საწარმოს ბიზნეს საქმიანობაზე.

3. დირექტორთა საბჭოს წევრებს უნდა გააჩნდეთ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილება, კომპეტენცია და რესურსები. კომპეტენციებისა და საჭირო მიმართულებებით ცოდნის გაღრმავების მიზნით, მათ შესაბამის სწავლებებსა და გადამზადების პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეთ. დირექტორთა საბჭოს წევრების შერჩევა სასურველია, წინა საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების, საწარმოს სტრატეგიისა და სტრუქტურის შესაბამისად ხდებოდეს, ამ პროცესშიც ყოველ ეტაპზე შეფასებული უნდა იქნეს კანდიდატების კვალიფიკაცია და უნარებ