1. ყველა საწარმოს დირექტორთა საბჭოს სტრუქტურულ წყობაში წარმოდგენილი უნდა იყოს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია საწარმოს შიდა ოპერაციებზე, შესაბამისობასა და საქმიანობაზე და იმავდროულად მთავარი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებს საწარმოს დირექტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის. მის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭო იღებს.
2. საწარმოს აღმასრულებელ დირექტორს უნდა გააჩნდეს თავისი ფუნქციების შესრულებისთვის აუცილებელი დრო, რესურსი, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია, საქმის და საწარმოს მდგრადი განვითარებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებ