1. სამეთვალყურეო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს  თავმჯდომარეს, რომელიც პასუხისმგებელია საბჭოს  ეფექტიან ფუნქციონირებაზე, მათ შორის, საბჭოს წევრებს შორის ნდობისა და კოლეგიალური ურთიერთობის კოორდინაციასა და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს საბჭოს ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დამოუკიდებელი წევრი.

3. თუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღმოაჩენს, რომ აქვს ან/და შესაძლოა, ჰქონდეს კანონმდებლობით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტი, მისი მოადგილე პასუხისმგებელია არსებული და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის არიდებასა და გამორიცხვაზ