1. თითოეულ საწარმოს უნდა გააჩნდეს ეთიკის კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ინტერესთა კონფლიქტის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, კორუფციის, ინსაიდერული ვაჭრობის, ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილების საკითხებს, კერძოდ, ეთიკის კოდექსი უნდა მოიცავდეს:
ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ მმართველი ორგანოს წევრები და საწარმოს თანამშრომლები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად;
ბ) მითითებას იმის თაობაზე, რომ დირექტორები უნდა მოქმედებდნენ საწარმოს და აქციონერთა/პარტნიორთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
გ) არსებული და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის რეგულირებისა და მისი გამოვლენის პროცედურებს;
დ) კორუფციული პრაქტიკის აღკვეთის პროცედურებს, რომელიც მოიცავს ქრთამის, საჩუქრების თუ სხვა სახის სარგებლის შეთავაზებასა და მიღებას;
ე) უკანონო ან არაეთიკურ ქცევასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჟღავნების პროცედურებს;
ვ) საწარმოს ინფორმაციის, აქტივების მიზნობრივი გამოყენების დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხებს;
ზ) კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საკითხებს;
თ) ანონიმური მხილების ეფექტურ სისტემას, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ უკანონო/შეუსაბამო/არაეთიკური ფაქტების კონფიდენციალურად, ყოველგვარი დისკრიმინაციული და არასათანადო მოპყრობის საფრთხის გარეშე დაფიქსირება. ანონიმური მხილების სისტემა, მათ შორის, უნდა აწესრიგებდეს დაფიქსირებული ფაქტების მოკვლევისა და რეაგირების პროცედურულ საკითხებსაც. ანონიმური მხილების სისტემის შექმნასა და მისი სათანადო აღსრულების საკითხებზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს სამეთვალყურეო საბჭომ.
2. საწარმოში ეთიკის კოდექსის შემუშავებასა და მისი სათანადო აღსრულების საკითხებზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს სამეთვალყურეო საბჭომ.
3. საწარმოს ეთიკის კოდექსი ვრცელდება საწარმოს მმართველ ორგანოსა და საწარმოში დასაქმებულ პირებზ