1. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთაგან ირჩევა თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია საბჭოს მთლიან ეფექტურ ფუნქციონირებაზე, მათ შორის საბჭოს, წევრებს შორის ნდობისა და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის ურთიერთობის კოორდინაციასა და ეფექტურ თანამშრომლობაზე. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას სასურველია გათვალისწინებულ იქნეს მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკა, რაც გარდა სათანადო კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და განათლებისა, გულისხმობს საქმისადმი კეთილსინდისიერ და მიუკერძოებელ დამოკიდებულებას/მიკრობანკის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალურ დაცვას.

2. იმ შემთხვევაში, თუ მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არ წარმოადგენს ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, საბჭოში წარმოდგენილ დამოუკიდებელ წევრთაგან არჩეულ უნდა იქნეს უფროსი დამოუკიდებელი წევრი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არსებული და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის არიდებასა და გამორიცხვაზე. უფროსი დამოუკიდებელი წევრი შესაძლოა, იმავდროულად არჩეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მოადგილის პოზიციაზე. უფროსი დამოუკიდებელი წევრი ითავსებს საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ყველა ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს აქვს/შესაძლოა, წარმოეშვას ინტერესთა კონფლიქტი განსახილველ საკითხზე. აღნიშნული პროცედურა (უფროსი  დამოუკიდებელი წევრის მიერ საბჭოს თავმჯდომარის პოზიციის შეთავსება), ასევე, თავმჯდომარესა და უფროს დამოუკიდებელ წევრს შორის როლებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა სათანადოდ უნდა იყოს გაწერილი მიკრობანკის შიდა პოლიტიკაშ