1. მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია მიკრობანკებისათვის კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რამდენადაც ეფექტური და ჯანსაღი კორპორაციული მართვა მიკრობანკებში ხელს უწყობს საბანკო სექტორის და, ზოგადად, ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებასა და მდგრადობას.

2.  კოდექსში მოცემული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობანკებისა და უცხოური ბანკების/მიკრობანკების  შვილობილებისათვის და უცხოური ბანკების/მიკრობანკების ფილიალებისათვის (შემდგომში – მიკრობანკი). თუ ეს კოდექსი არ აწესრიგებს კორპორაციული მართვის შესახებ გარკვეულ საკითხს, მიკრობანკმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი) შეთანხმებით, უნდა იხელმძღვანელოს ამ კუთხით არსებული საუკეთესო მოწინავე პრაქტიკით. ამასთან, კორპორაციული მართვის სტანდარტებთან უფრო მაღალი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მიკრობანკს შეუძლია იხელმძღვანელოს უფრო მკაცრი მოწინავე პრაქტიკით. კორპორაციული მართვის კუთხით საუკეთესო მოწინავე პრაქტიკა მათ შორის მოიცავს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟისა და სხვა მოწინავე კორპორაციული მართვის სტანდარტებსა და პრინციპებს.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რისკის პროფილის, საქმიანობის მასშტაბების, მფლობელობის სტრუქტურისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, მიკრობანკ(ებ)ს დაუდგინოს კორპორაციული მართვის დამატებითი, განსხვავებული ან ინდივიდუალური მოთხოვნები. გარკვეულ შემთხვევებში, განსხვავებული ან ინდივიდუალური მოთხოვნის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, მიკრობანკს მოსთხოვოს შესაბამისი დასაბუთების/ინფორმაციის წარმოდგენ