1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ადასტურებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, დირექტივებისა და პრინციპების მნიშვნელობას, რომლებიც დამტკიცებული ან მხარდაჭერილია ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ.

2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა წაახალისოს კომპანიებისა და ინვესტორების პასუხიმგებლიანი საქმიანი პრაქტიკა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და დირექტივების შესაბამისად და წაახალისოს მის ტერიტორიაზე ან მისი იურისდიქციის ფარგლებში მოქმედი საწარმოები, რათა მათ თავიანთ სამეწარმეო პრაქტიკასა და შიდა პოლიტიკაში ნებაყოფლობით დანერგონ აღნიშნული სტანდარტები, დირექტივები და პრინციპები.

3. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას გაცვალონ ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლონ პასუხისმგებლიანი საქმიანი პრაქტიკის ხელშეწყობის მიმართულები