1. არბიტრები უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი. ისინი არ უნდა იყვნენ დაკავშირებული რომელიმე ორგანიზაციასთან, მოდავე მხარესთან ან რომელიმე მთავრობასთან ან არ უნდა იღებდნენ მათგან მითითებებს დავასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერი ისეთი დავის განხილვაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნიდა ინტერესთა კონფლიქტს. ამასთან, თუ მოდავე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან, დანიშვნის შემდეგ, მათ თავი უნდა შეიკავონ მოქმედებისგან, როგორც მრჩევლებმა, ან როგორც მხარის მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა ან მოწმეებმა ნებისმიერ მოსალოდნელ ან ახალ საინვესტიციო დავაში, რომელიც აღიძრება წინამდებარე ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, და რომელიც მოიცავს იგივე ზომების გატარებას, იგივე ან მათთან დაკავშირებულ მოდავე მხარეებს, ან იგივე ხელშეკრულების იგივე დებულებებს. მე-13 მუხლის ფარგლებში აღძრულ დავებში არბიტრები უნდა მოქმედებდნენ I დანართში მოცემული ქცევის კოდექსის შესაბამისად.

2. თუ მოდავე მხარე ჩათვლის, რომ არბიტრი არ აკმაყოფილებს პირველ პუნქტში ან I დანართში (ქცევის კოდექსი) დადგენილ მოთხოვნებს, მას შეუძლია მიმართოს ICSID-ის გენერალურ მდივანს გამოიტანოს გადაწყვეტილება ასეთი არბიტრის აცილების შესახებ. აცილების შესახებ ნებისმიერი მიმართვა ICSID-ის გენერალურ მდივანს უნდა წარედგინოს ტრიბუნალის ფორმირების შესახებ მოდავე მხარისთვის შეტყობინების მიწოდებიდან 15 დღის ვადაში, ან 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ცნობილი გახდა იმ მოდავე მხარისთვის, რომელმაც წარადგინა აცილების მოთხოვნა, თუ ეს ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა აცილებას დაქვემდებარებული არბიტრის დანიშვნის მომენტში.

3. აცილების შესახებ მიმართვაში მითითებული უნდა იქნეს აცილების საფუძვლები. აცილებას შეიძლება დაექვემდებაროს ნებისმიერი არბიტრი, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმისწარმოების დახურულად გამოცხადებამდე, თუ არსებობს გარემოებები, რომლებიც ბადებს საფუძვლიან ეჭვს არბიტრის მიუკერძოებლობასთან ან დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით I დანართში მოცემული ქცევის კოდექსის საფუძველზე. აცილების შესახებ მიმართვა უნდა ეცნობოს ყველა სხვა მხარეს, აცილებას დაქვემდებარებულ არბიტრს და სხვა არბიტრებს.

4. ერთი მოდავე მხარის მიერ არბიტრის აცილებას შეიძლება დაეთანხმოს ყველა მოდავე მხარე. არბიტრს ასევე შეუძლია აცილების შემდეგ თავად დატოვოს თანამდებობა. არც ერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს აცილების საფუძვლიანობის მიღებას. მეორე მოდავე მხარემ და აცილებას დაქვემდებარებულმა არბიტრმა წერილობით უნდა წარადგინონ თავიანთი პოზიცია და შესაბამისი დოკუმენტები აცილების შესახებ შეტყობინებიდან 15 დღის ვადაში.

5. თუ მეორე მოდავე მხარემ არ გამოთქვა თანხმობა აცილებაზე ან აცილებული არბიტრი არ დატოვებს თანამდებობას აცილების შესახებ შეტყობინების დღიდან 15 დღის განმავლობაში, მოდავე მხარეს შეუძლია მიმართოს ICSID-ის გენერალურ მდივანს აცილების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით.

6. ICSID-ის გენერალური მდივანი გადაწყვეტილებას გამოიტანს მოდავე მხარეებისა და აცილებული არბიტრის მხრიდან წარდგინებების მიღებიდან ორმოცდახუთი (45) დღის ვადაში. თუ ICSID-ის გენერალური მდივანი დაადასტურებს აცილებას, დაინიშნება ახალი არბიტრი.

7. საქმისწარმოება შეჩერდება აცილების შესახებ მოთხოვნის შეტანისთანავე აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოდავე მხარეები თანხმდებიან საქმისწარმოების გაგრძელებაზ