1. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო თავის ინვესტორს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაუხდის თანხას საგარანტიო წერილის ან არაკომერციული რისკების დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარე აღიარებს:

a. ინვესტორის მიერ პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსთვის ამ ქვეყნის კანონმდებლობის ან სამართლებრივი გარიგების პროცედურების შესაბამისად, ნებისმიერი უფლების ან მოთხოვნის გადაცემას, ისევე, როგორც

b. რომ პირველი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო უფლებამოსილია სუბროგაციის საფუძველზე განახორციელოს ამ ინვესტორის უფლებები და მოითხოვოს მისი მოთხოვნების შესრულება, და რომ იკისრებს ინვესტიციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

2. სუბროგირებული უფლებები ან მოთხოვნები არ უნდა აღემატებოდეს ინვესტორის თავდაპირველ უფლებებს ან მოთხოვნებ