1. წინამდებარე მუხლი შეეხება ერთი ხელშემკვრელ მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის სამართლებრივ დავებს, რომლებიც წარმოიშობა ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციასთან დაკავშირებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ამგვარი სამართლებრივი დავა შეეხება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ხელშემკვრელი მხარის ვალდებულების შესაძლო დარღვევას, რის გამოც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი ან მისი ინვესტიცია განიცდის ზარალს ან ზიანს.
2. ნებისმიერი დავა, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს მეგობრულად, დავაში მონაწილე მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით.
3. მოლაპარაკებები დაიწყება იმ დღეს, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოდავე ინვესტორი მეორე ხელშემკვრელ მხარეს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით. დავის მეგობრულად გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იქნეს ინვესტორის სახელი და მისამართი, მოთხოვნის ფაქტობრივი და სავარაუდო სამართლებრივი საფუძველი და მოთხოვნილი დახმარება.
4. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შორის დავა ვერ გადაწყდება დავის გადაწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორს უფლება აქვს სადავო საკითხი გადასცეს ასევე:
a. იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია; ან
b. საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), რომელიც შექმნილია „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციის წევრია; ან
c. სპეციალურ საარბიტრაჟო ტრიბუნალს, „საერთაშორისო სავაჭრო სამართლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, 2010 წლის რედაქციით. დავაში მონაწილე მხარეები შეიძლება წერილობით შეთანხმდნენ აღნიშნული საარბიტრაჟო წესებისგან თავის არიდებაზე; ან
d. საარბიტრაჟო ტრიბუნალს, რომელიც შექმნილია საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის სამდივნოს მიერ, სამართალწარმოების ადმინისტრირების მიზნით დამატებითი პროცედურის მარეგულირებელი წესების („ICSID-ის დამატებითი პროცედურის მარეგულირებელი წესები“) შესაბამისად, იმ პირობით, თუ მოდავე ხელშემკვრელი მხარე ან ინვესტორის ხელშემკვრელი მხარე, მაგრამ არა ორივე, „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ ვაშინგტონში, 1965 წლის 18 მარტს ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მხარეა; ან
e. დავების მოგვარების ნებისმიერ სხვა მექანიზმს დავაში მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმებით.
5. მას შემდეგ, რაც ინვესტორი სადავო საკითხს წინამდებარე მუხლის მე-4(a)-(e) პუნქტებში მითითებულ რომელიმე ორგანოს გადასცემს, მის მიერ გაკეთებული არჩევანი ჩაითვლება საბოლოოდ და ინვესტორს აღარ ექნება უფლება მიმართოს მე-4(a)-(e) პუნქტებში მითითებულ დავის გადაწყვეტის რომელიმე ორგანოს.
6. თუ ერთ ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის დავა ვერ მოგვარდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წერილობითი შეტყობინებიდან ექვსი თვის განმავლობაში, და თუ მოდავე ინვესტორი აპირებს დავა გადასცეს მე-4(a)-(e) პუნქტებში მითითებულ რომელიმე ორგანოს, ეს უკანასკნელი წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს მის განზრახვას ერთ-ერთ ორგანოში დავის წარდგენის შესახებ, არაუგვიანეს დავის წარდგენის პარალელურად.
7. ინვესტორს შეუძლია 1-ლ–მე-3 პუნქტებში მითითებული დავა გადასცეს მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ არბიტრაჟს, თუ სამ წელზე მეტი ხანი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ინვესტორმა პირველად შეიტყო ან პირველად უნდა შეეტყო შესაძლო დარღვევის შესახებ, და იმის შესახებ, რომ ინვესტორმა განიცადა ზარალი ან ზიანი.
8. გადაწყვეტილების გამოტანისას ტრიბუნალი გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმებას, რომელიც განიმარტება სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციისა და ხელშემკვრელ მხარეებს შორის მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა წესებისა და პრინციპების შესაბამისად. უფრო მეტი სიცხადისთვის, ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის ნაწილს. უნგრეთის შემთხვევაში, ტერმინი „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა“ გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობას.
9. მე-4 b-e პუნქტში მითითებულ საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გააჩნია იურისდიქცია, რათა დაადგინოს იმ ზომის კანონიერება, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების დარღვევას, ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მეტი სიცხადისთვის, მიღებული ზომის წინამდებარე შეთანხმებასთან შესაბამისობის განსაზღვრისას, ტრიბუნალს შეუძლია ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობა განიხილოს როგორც არსებული მოცემულობა. ტრიბუნალის მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისთვის მინიჭებული მნიშვნელობა არ იქნება სავალდებულო ამ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოებისთვის ან ხელისუფლების ორგანოებისთვის.
10. მოპასუხე მხარეს შეუძლია ტრიბუნალის დაარსებიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა, ან პირველ სხდომამდე, რომელიც უფრო ადრე იქნება, შეიტანოს შესაგებელი იმის თაობაზე, რომ სარჩელი ან მისი რომელიმე ნაწილი იურიდიული თვალსაზრისით აშკარად დაუსაბუთებელია. შესაგებელი შეიძლება ეხებოდეს სარჩელის შინაარსს, ტრიბუნალის იურისდიქციას ან კომპეტენციას. მოპასუხე მხარემ შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა მიუთითოს შესაგებლის საფუძველი. მას შემდეგ, რაც დავაში მონაწილე მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები შესაგებელთან დაკავშირებით, ტრიბუნალი, პირველ სხდომაზე ან მისი დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გამოიტანს გადაწყვეტილებას შესაგებლის შესახებ, და მიუთითებს გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს. ტრიბუნალს შეუძლია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნიოს დასაბუთებულად, და ასევე შეუძლია განიხილოს ნებისმიერი შესაბამისი ფაქტი, რომელიც დავას არ უკავშირდება. ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაგებლის მიღებისთანავე, ტრიბუნალი შეწყვეტს საქმის არსებითად განხილვას და დაადგენს შესაგებლის განხილვისა და შემდგომი საქმისწარმოებისთვის აუცილებელ გრაფიკს. ტრიბუნალის გადაწყვეტილება არ ზღუდავს მოპასუხე მხარის უფლებას პროცესის მიმდინარეობისას ეჭვქვეშ დააყენოს სარჩელის იურიდიული დასაბუთებულობა და ტრიბუნალის უფლებამოსილების ეჭვქვეშ დაყენების გარეშე განიხილოს სხვა შესაგებლები, როგორც წინასწარი პრეტენზია.
11. ტრიბუნალის უფლებამოსილების შეუზღუდავად სხვა შესაგებლებიც განიხილოს როგორც წინასწარი პრეტენზიები, ან მოპასუხე მხარის უფლების შეუზღუდავად სათანადო დროს წარადგინოს ნებისმიერი ასეთი შესაგებელი, ტრიბუნალი წინასწარი პრეტენზიის სახით განიხილავს და გადაწყვეტს მოპასუხე მხარის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ შეტანილი სარჩელი ან მისი ნებისმიერი ნაწილი სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს სარჩელს, რომელთან დაკავშირებითაც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად შესაძლებელია გამოტანილ იქნეს გადაწყვეტილება ინვესტორის სასარგებლოდ, მაშინაც კი, თუ ინვესტორის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა დასაბუთებულად. ტრიბუნალს ასევე შეუძლია განიხილოს შესაბამისი ფაქტები, რომლებიც დავას არ უკავშირდება. ასეთი შესაგებელი ტრიბუნალს წარედგინება რაც შეიძლება ადრე და ნებისმიერ შემთხვევაში არა უგვიანეს კონტრმემორანდუმის ან მოპასუხის შესაგებლის წარდგენისთვის დადგენილი ვადისა. ტრიბუნალი, ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაგებლის მიღებისთანავე, და თუ იგი ამ შესაგებელს აშკარად დაუსაბუთებლად არ მიიჩნევს, შეაჩერებს საქმის არსებითად განხილვას, განსაზღვრავს შესაგებლის განხილვის გრაფიკს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს წინასწარი პრეტენზიის განხილვისთვის მის მიერ დადგენილ ნებისმიერ გრაფიკს, და გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას შესაგებელთან დაკავშირებით.
12. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად მოდავე მხარეებისთვის და ის აღსრულდება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მოთხოვნილია მისი აღსრულება, და საერთაშორისო სამართლის მოქმედი ნორმების შესაბამისად.
13. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია მხოლოდ: (a) გამოიტანოს გადაწყვეტილება, იმისდა მიუხედავად, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხის მხრიდან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული არსებითი ვალდებულების დარღვევას და (b) დააკისროს ერთ-ერთი ან ორივე ზომა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა ამგვარ დარღვევას: (i) ფულადი ზარალის ანაზღაურება შესაბამის პროცენტთან ერთად; (ii) ქონების რესტიტუცია, რომლის დროსაც, მოპასუხე მხარეს შესაძლოა დაეკისროს ფულადი ზარალის და რაიმე შესაბამისი პროცენტის ანაზღაურება, რესტიტუციის სანაცვლოდ.
14. თუ მოდავე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, არბიტრაჟის ადგილი უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელიც არის 1958 წლის 10 ივნისს ნიუ-იორკში გაფორმებული „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების კონვენციის“ წევრი ქვეყანა.
15. მას შემდეგ, რაც ძალაში შევა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მრავალმხრივი საინვესტიციო ტრიბუნალის, მათ შორის, მრავალმხრივი სააპელაციო მექანიზმის შექმნას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი ნაწილები, ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით, შეწყვეტს მოქმედებას. დავების გადაწყვეტის მრავალმხრივი მექანიზმის წესები არ გავრცელდება იმ დავებზე, რომლებიც უკვე წარდგენილ იქნა მე-13 მუხლის შესაბამისად, თუ მოდავე მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
16. მე-13 მუხლის (საინვესტიციო დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის) და მე-15 მუხლის (დავების გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარეებს შორის) დებულებები არ ვრცელდება მე-10 მუხლზე (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა), მე-11 მუხლსა (ინვესტიცია და გარემოს დაცვა) და მე-12 მუხლზე (ინვესტიცია და შრომა