1. ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლების მნიშვნელობას, თავად განსაზღვროს თავისი მდგრადი განვითარების პოლიტიკა და პრიორიტეტები, ეროვნულ დონეზე დაადგინოს შრომის დაცვის ის დონე, რომელსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ. აღნიშნული დონე, კანონები და პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და შეთანხმებების მიმართ, რომლებიც დამტკიცებულია ან მხარდაჭერილია ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ.
2. ხელშემკვრელი მხარეები არ წაახალისებენ ინვესტიციებს თავიანთი შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის დონის შესუსტების ან შემცირების გზით.
3. ხელშემკვრელი მხარე არ გააუქმებს ან სხვაგვარად არ დაარღვევს ამგვარ კანონმდებლობას, ან არ გამოვა ამგვარი კანონმდებლობის გაუქმების ან სხვაგვარად დარღვევის წინადადებით, იმისათვის რომ წაახალისოს ინვესტიციები თავის ტერიტორიაზე.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეფექტიანად განახორციელოს მის მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებ