1. ხელშემკვრელი მხარეები დაუშვებენ ინვესტიციებთან და ამონაგებთან დაკავშირებული ყველა ტრანსფერის განხორციელებას. ტრანსფერები განხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში და იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, სადაც ინვესტიციები განხორციელდა ყოველგვარი შეზღუდვისა და დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე. ასეთი ტრანსფერები მოიცავს, კერძოდ:
a. კაპიტალსა და დამატებით თანხებს ინვესტიციის შენარჩუნებისა ან გაზრდის მიზნით;
b. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულს ამონაგებს;
c. ინვესტიციის ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ხარჯების დასაფარად საჭირო თანხებს, როგორიცაა როიალტი, სალიცენზიო მოსაკრებელი ან სხვა მსგავსი ხარჯები;
d. კონტრაქტებთან, მათ შორის, სასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გადასახადებს;
e. ინვესტიციების მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვის, ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებულ შემოსავლებს;
f. ინვესტიციებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნებში დაქირავებული ფიზიკური პირების ხელფასებს ან სხვა მსგავს შემოსავლებს, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, სადაც განხორციელდა ინვესტიცია;
g. კომპენსაციებს, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების მე-5 და მე-6 მუხლებით;
h. გადახდებს, რომლებიც წარმოიშვა წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლით განსაზღვრული დავის გადასაჭრელად.
2. ტრანსფერები განხორციელდება მას შემდეგ, რაც ინვესტორი შეასრულებს მის ყველა ფინანსურ ვალდებულებას იმ ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია.
3. ამ მუხლის არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელს უშლიდეს ხელშემკვრელ მხარეს, ზომების სამართლიანი და არადისკრიმინაციული გამოყენების გზით, ტრანსფერის გადავადებაში ან აღკვეთაში, და არა იმ გზით, რომ ჩაითვალოს ტრანსფერების ფარულ შეზღუდვად, იმ კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლებიც შეეხება:
a. დაბეგვრას;
b. ბანკროტობას, ვალაუვალობას ან კრედიტორთა უფლებების დაცვას;
c. ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, გაყიდვას ან გარიგებას;
d. კრიმინალურ ქმედებებს ან სისხლის სამართლის დანაშაულებს;
e. ფინანსურ ანგარიშგებისა და ტრანსფერების აღმრიცხავ ჩანაწერებს, როდესაც ეს აუცილებელია სამართალდამცავი ან ფინანსური მარეგულირებელი ორგანოების დასახმარებლად; და
f. სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უზრუნველყოფას;
4. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლის მიერ დაიშვა ინვესტიცია, გაცვლით კურსად მიიჩნევა ის კურსი, რომელიც დადგენილია ტრანსფერზე ზემოქმედების მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული. ასეთი კურსის არარსებობის შემთხვევაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, გამოყენებული უნდა იქნეს ოფიციალური კურს