1. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიცდის ზარალს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის, ამბოხების, აჯანყების, სამოქალაქო არეულობის ან სხვა მსგავსი გარემოების გამო, ზარალის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად დაფარვასთან დაკავშირებით, მათ მიენიჭება იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი მოპყრობა, ვიდრე არის მინიჭებული ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ საკუთარი ინვესტორების ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებისთვის, იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია უფრო ხელსაყრელი.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შეუზღუდავად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომლებმაც აღნიშნულ პუნქტში მითითებულ რომელიმე გარემოების შემთხვევაში განიცადეს ზარალი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე:
a. მისი შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ მათი ინვესტიციის ან ინვესტიციის ნაწილის რეკვიზიციის შედეგად;
b. მისი შეიარაღებული ძალების ან ხელისუფლების მიერ მათი ინვესტიციის ან ინვესტიციის ნაწილის განადგურების შედეგად, რაც განპირობებული არ იყო საბრძოლო მოქმედებებით და არც შექმნილი მდგომარეობის აუცილებლობით,იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მათ განიცადეს ზარალი, უზრუნველყოფილ იქნებიან რესტიტუციით ან კომპენსაციი