1. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომლის ინვესტიციამ ზარალი განიცადა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის ან ნებისმიერი სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის, რევოლუციის, აჯანყების ან სხვა მსგავსი შემთხვევების, სტიქიური უბედურების და ფორსმაჟორის გამო, მეორე ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს ისეთ რეჟიმს, რომელიც გულისხმობს ზარალის აღდგენას, კომპენსაციას ან სხვა ფორმით ანაზღაურებას. ამასთან, ეს რეჟიმი უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე ის, რომელსაც იგი ანიჭებს საკუთარ ინვესტორებს, ანუ ისეთ რეჟიმს, რომელიც უფრო ხელსაყრელია მისთვის.

2. ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი, რომელიც 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი შემთვევების დროს განიცდის ზარალს, რაც გამოწვეულია:

ა) ინვესტორის ინვესტიციის ან მისი ნაწილის რეკვიზიციის შედეგად, რაც განხორციელებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ხელისუფლების ან სხვა ძალების მიერ, ან

ბ) ინვესტორის ინვესტიციის ან მისი ნაწილის განადგურების შედეგად, რაც განხორციელდა მეორე ხელშემკვრელი მხარის ხელისუფლების ან სხვა ძალების მიერ და რაც არ იყო ვითარების აუცილებლობით განპირობებული.

ინვესტორს მეორე ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ, ადეკვატურად და ეფექტიანად უნაზღაურებს ზარალს ან ახდენს კომპენსაციას მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტში აღნიშნული პირობების თანახმა