(1) ხელშემკვრელი მხარე, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, არ განახორცილებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის, ინვესტიციის ექსპროპრიაციას ან ნაციონალიზაციას ან სხვა სახის ღონისძიებებს, რომლებიც ამის ტოლფასი იქნება (შემდგომში „ექსპროპრიაციად“ წოდებული), გარდა იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება:

ა) საზოგადოებრივი ინტერესებისათვის;

ბ) არადისკრიმინაციულ საფუძველზე;

გ) შესაბამისი კანონის თანახმად; და

დ) სწრაფი, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გადახდის საფუძველზე, ქვემოთ მოყვანილი მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად.

(2) კომპენსაცია უნდა:

ა) ანაზღაურდეს დროულად. დაყოვნების შემთხვევაში სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად გამოწვეული დანაკარგი უნდა აანაზღაუროს მასპინძელმა ქვეყანამ;

ბ) ტოლფასი იყოს ექსპროპრირებული ინვესტიციის რეალური საბაზრო ღირებულებისა, რომელიც მას ჰქონდა ექსპროპრიაციამდე. რეალური ღირებულება არ უნდა ასახავდეს ღირებულების რაიმე ცვლილებას, რომელიც მოხდა იმის გამო, რომ ექსპროპრიაციის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი;

გ) აუნაზღაურდეს და თავისუფლად გადაერიცხოს დაინტერესებულ ინვესტორს და გადაყვანილ იქნეს მისი ქვეყნის ვალუტაში ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, მასპინძელი ქვეყნისა და დაინტერესებული ინვესტორის ურთიერთშეთანხმების თანახმად;

დ) შეიცავდეს პროცენტს გადასახდელი ვალუტის სავაჭრო კურსით, რომელიც დადგენილია ბაზრის საფუძველზე ექსპროპრიაციის თარიღიდან რეალურად გადახდის თარიღამდე.

(3) კანონით განსაზღვრული პროცედურა მოიცავს ხელშემკვრელი მხარის ექსპროპრიაციის შედეგად დაზარალებული ინვესტორის უფლებას, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის სასამართლომ ან სხვა კომპეტენტურმა დამოუკიდებელმა ორგანომ დაუყოვნებლივ განიხილოს მისი საქმე, რაც გულისხმობს მისი ინვესტიციის შეფასებას და კომპენსაციის გადახდას ამ მუხლის დებულებების თანახმა