1. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოახდენს თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციის ექსპროპრიაციას ან ნაციონალიზაციას, ან არ მიიღებს ექსპროპრიაციის ან ნაციონალიზაციის ეკვივალენტურ ზომას (შემდგომში „ექსპროპრიაცია“), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ხორციელდება:
(a) საზოგადოებრივი მიზნებისთვის;
(b) არადისკრიმინაციულ საფუძველზე;
(с) სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის სანაცვლოდ, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად; და
(d) კანონით დადგენილი წესით.
2. კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ექსპროპრირებული ინვესტიციის სამართლიან საბაზრო ღირებულებას, რომელიც არსებობდა უშუალოდ ექსპროპრიაციის საჯაროდ გამოცხადების დროს ან ექსპროპრიაციის დადგომის დროს, იმის მიხედვით, თუ რომელი მოხდა უფრო ადრე. სამართლიან საბაზრო ღირებულებაში არ უნდა აისახოს ღირებულების რაიმე ცვლილება, რაც განაპირობა, მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ ინფორმაციის უფრო ადრე გასაჯაროებამ.
3. კომპენსაციის გადახდა უნდა განხორციელდეს დაყოვნების გარეშე და კომერციულად გონივრული კურსით დარიცხულ პროცენტში, ექსპროპრიაციის დღიდან გადახდის დღემდე დროის ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით. კომპენსაცია უნდა იყოს ეფექტიანად რეალიზებადი, და თავისუფლად კონვერტირებადი ხელშემკვრელი მხარის დაინტერესებული ინვესტორის ვალუტაში და თავისუფლად გამოყენებად ვალუტაში, ექსპროპრიაციის დღეს არსებული საბაზრო გაცვლითი კურსით.
4. არადისკრიმინაციული მარეგულირებელი მოქმედებები, რომლებსაც ხელშემკვრელი მხარე ქმნის და იყენებს საზოგადოების კეთილდღეობის ლეგიტიმური მიზნების დასაცავად, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემო, არ წარმოადგენს ექსპროპრიაციას, გარდა იშვიათი შემთხვევებისა.
5. ეს მუხლი არ ვრცელდება TRIPS-ის შეთანხმების შესაბამისად ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით გაცემულ სავალდებულო ლიცენზიებზე, ან ინტელექტურალური საკუთრების უფლებების გაუქმებაზე, შეზღუდვაზე ან შექმნაზე, თუ ამგვარი გაცემა, გაუქმება, შეზღუდვა ან შექმნა შეესაბამება TRIPS-ის შეთანხმება