1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს ან სხვაგვარად გაასაჯაროებს თავის კანონებს, რეგულაციებს, ადმინისტრაციულ პროცედურებს, ადმინისტრაციულ განჩინებებსა და ზოგადი გამოყენების სასამართლო გადაწყვეტილებებს, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთაც კავშირი აქვთ ან გავლენას ახდენენ ამ შეთანხმების შესრულებასა და მოქმედებაზე.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გასცემს პასუხს კონკრეტულ შეკითხვებს და მეორე ხელშემკვრელ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე.

3. პირველი და მე-2 პუნქტები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ისინი ავალდებულებდნენ რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც განსაზღვრულია როგორც კონფიდენციალური, ან რომლის გამჟღავნებაც ხელს შეუშლიდა კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად იქნებოდა წინააღმდეგობაში საზოგადოებრივ ინტერესებთან, ან ზიანს მიაყენებდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ან ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებ