თითოეული მხარე დაუყონებლივ აქვეყნებს, ასაჯაროებს ან მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიაწვდის მას თავის კანონებს, რეგულაციებს, პროცედურებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს და საერთო გამოყენების ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ, ამ მხარის სივრცეში მეორე მხარის იურიდიული და ფიზიკური პირების კომერციულ წარმომადგენლობებზე .

ეს შეთანხმება არ აიძულებს მხარეს გაამჟღავნოს ან ხელმისაწვდომი გახადოს კონფიდენციალური ან კერძო ინფორმაცია, მათ შორის იურიდიული თუ ფიზიკური პირების კომერციული წარმომადგენლობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მისი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას ან რომლის გამჟღავნებაც ხელს შეუშლის კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად წინააღმდეგობაში მოვა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ მის კანონმდებლობასთან ან ან რომელიც ზიანს მიაყენებს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებ