მხარეები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას და გამოცდილებას ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ასევე მოიცავს კანონებსა და მარეგულირებელ აქტებს, წესებსა და სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას.
ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას კვლევით და სასწავლო საქმიანობის სფეროში.
მხარეები წაახალისებენ ბიზნეს გაცვლებს, თანამშრომლობის ღონისძიებებსა და ელექტრონული კომერციის ერთობლივ პროექტებს.
ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მხარეები თანამშრომლობის გზით აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
ამ მუხლით განსაზღვრული თანამშრომლობა უნდა წარიმართოს მხარეების შესაბამისი კანონმდებლობის, მარეგულირებელი აქტებისა და კომპეტენციის შესაბამისად.
დაფუძნე