მხარეებმა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი წლის განმავლობაში და ყოველ მომდევნო ხუთ წელიწადში ან სხვაგვარი შეთანხმებით, უნდა გამართონ კონსულტაციები,  ამ თავის განხორციელების საკითხის და ასევე მომსახურებით ვაჭრობის შესახებ ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხების განსახილველად, მომსახურებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით ორმხრივად ხელსაყრელ საფუძვლებზე.

თუ მხარე ცალმხრივად ახდენს იმ ზომების ლიბერალიზაციას, რომლებიც ეხება მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებლის ან მიმწოდებლების ბაზარზე დაშვების საკითხს, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები ამ ზომების განხილვის მიზნით. ამ კონსულტაციების შესაბამისად, თუ მხარეები შეთანხმდებიან ამგვარი ლიბერალიზებული ზომების, როგორც ახალი ვალდებულების წინამდებარე შეთანხმებაში გათვალისწინებაზე, დანართ 8-1 (სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები) გათვალისწინებულ ცხრილში შევა შესაბამისი ცვლილება.

თავი 8-ის (მომსახურებით ვაჭრობა) დანართების ჩამონათვალი

დანართი 8-1

სპეციფიკური ვალდებულების ცხრილები

დანართი 8-2

საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი

თავი 9

ელექტრონული კომერც