1.      დაფუძნების პირობების თანმიმდევრული ლიბერალიზაციის მიზნით, მხარეებმა რეგულარულად უნდა გადახედონ ამ ნაწილის დებულებებს და წინამდებარე შეთანხმების 79-ე  მუხლით  გათვალისწინებულ დათქმებს, ასევე დაფუძნების გარემოს, საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების შესაბამისად.

2.      პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახედვის ფარგლებში, მხარეებმა უნდა შეაფასონ დაფუძნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბარიერი, რომელმაც იჩინა თავი. ამ თავის დებულებების გაღრმავების მიზნით, მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოძებნონ შესაბამისი გზები ამ ბარიერების გადასალახად, რაც შეიძლება მოიცავდეს შემდგომ მოლაპარაკებებს, მათ შორის მოლაპარაკებებს ინვესტიციების დაცვასთან და ინვესტორისა და სახელმწიფოს დავების მოგვარების პროცედურებთან დაკავშირები