1. შეთანხმების XIV-B და XIV-F დანართებში მოცემულ სექტორებში, სადაც ბაზარზე დაშვების ვალდებულებები გაწერილია და ექვემდებარება მოცემულ საერთო და საკვალიფიკაციო პირობებს, თითოეულმა მხარემ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც გავლენას ახდენს მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე, მეორე მხარის მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებს უნდა მიანიჭოს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის ანიჭებს საკუთარ მსგავს მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებს.
2. მხარემ შეიძლება შეასრულოს პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები მეორე მხარის მომსახურებისთვის ან მომსახურების მიმწოდებლებისათვის ფორმალურად იდენტური ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმის მინიჭებით, იმასთან შედარებით, რასაც ის ანიჭებს საკუთარ მსგავს მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს.
3. ფორმალურად იდენტური ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმი უნდა ჩაითვალოს ნაკლებ ხელსაყრელად, თუ ის ცვლის კონკურენციის პირობებს ერთი მხარის მომსახურების ან მომსახურების მიმწოდებლების სასარგებლოდ, მეორე მხარის მსგავს მომსახურებასთან ან მომსახურების მიმწოდებლებთან შედარებით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ნებისმიერ მხარეს მოეთხოვოს კონკურენციის არსებული შეზღუდვიდან გამომდინარე შედეგების ანაზღაურება, რომელიც განპირობებულია შესაბამისი მომსახურების და მომსახურების მიმწოდებლების უცხოური ხასიათი