1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს, ინვესტიციების განხორციელების, ადმინისტრირების, მართვის, შენარჩუნების, გამოყენების, სარგებლობის, გაყიდვის ან განკარგვის მიზნით, თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს თავის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მათი ინვესტიციების ადმინისტრირების, განხორციელების, მართვის, შენარჩუნების, გამოყენების, სარგებლობის, გაყიდვის ან განკარგვის მიზნით, თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ის ანიჭებს მესამე ქვეყნის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს.
3. უფრო მეტი სიცხადისთვის, მე-2 პუნქტში მითითებული რეჟიმი არ ითვალისწინებს დავების გადაწყვეტის მექანიზმს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელშეკრულებო ვალდებულებებთან დაკავშირებულ რაიმე პროცედურას, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებში. სხვა საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებსა და სხვა სავაჭრო შეთანხმებებში მოცემული ძირითადი ვალდებულებები თავისთავად არ წარმოადგენს „რეჟიმს“ და შესაბამისად, ვერ გამოიწვევენ წინამდებარე მუხლის დარღვევას, ამგვარი ვალდებულებების შესაბამისად ხელშემკვრელი მხარის მიერ ზომების მიღებამდე ან გაგრძელებამდე.
4. წინამდებარე შეთანხმების ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის დებულებები არ ვრცელდება იმ უპირატესობებზე, რომლებიც მინიჭებულია ხელშემკვრელი მხარის მიერ საბაჟო, ეკონომიკური ან სავალუტო კავშირის, ან საერთო ბაზრის ან თავისუფალი სავაჭრო სივრცის წევრობით აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
5. ამ მუხლის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ავალდებულებს ერთ ხელშემკვრელ მხარეს გაავრცელოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებზე ან ამ ინვესტორთა ინვესტიციებზე ან ინვესტიციებიდან მიღებულ ამონაგებზე ნებისმიერი სახის რეჟიმის, შეღავათისა ან პრივილეგიის სარგებელი, რომელიც შეიძლება მიენიჭოს ამ უკანასკნელ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმების ან ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მთლიანად ან ძირითადად შეეხება დაბეგვრას.
6. ორივე ხელშემკვრელი მხარის საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებების აღიარებით, წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი ხელს არ შეუშლის რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს მისი ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს, არსებული ან სამომავლო ეკონომიკური ინტეგრაციის რომელიმე შეთანხმების წევრობიდან, როგორიცაა თავისუფალი სავაჭრო ზონა, საბაჟო კავშირი, საერთო ბაზარი, ეკონომიკური და სავალუტო კავშირი, მათ შორის, ევროკავშირი.
7. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება ხელშემკვრელი მხარის ან სახელმწიფო საწარმოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზ