1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს, თავის ტერიტორიაზე, მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ანიჭებს არახელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მათ საინვესტიციო საქმიანობებთან მიმართებით.
2. მეტი სიცხადისთვის, პირველ პუნქტში მითითებული რეჟიმი არ მოიცავს ამ და სხვა ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრულ დავის გადაწყვეტის საერთაშორისო პროცედურებს ან მექანიზმებს.
3. ამ მუხლის დებულებები არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს იგი ხელშემკვრელ მხარეს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებზე გაავრცელოს რაიმე შეღავათიანი რეჟიმი ნებისმიერი, არსებული ან მომავალი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის კავშირის ან საბაჟო კავშირის საფუძველზე, რომლის მხარეა პირველი ხელშემკვრელი მხარ