1. არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია, ხელშემკვრელი მხარის, ან არახელშემკვრელი მხარის ინვესტორის საინვესტიციო საქმიანობასთან მიმართებით, თავის ტერიტორიაზე, დააწესოს ან აამოქმედოს ქვემოთ მოცემული რომელიმე მოთხოვნა, ვალდებულება ან პირობა:
(a) საქონლის ან მომსახურების ექსპორტი განსაზღვრული დონით ან პროცენტული მაჩვენებლით;
(b) ეროვნული კომპონენტის განსაზღვრული დონის ან პროცენტის მიღწევა;
(c) თავის ტერიტორიაზე წარმოებული საქონლის ან მომსახურების შეძენა, გამოყენება ან უპირატესობის მინიჭება, ან, თავის ტერიტორიაზე, ფიზიკური პირის ან საწარმოსგან საქონლის ან მომსახურების შეძენა;
(d) რაიმე ფორმით იმპორტის მოცულობის ან ღირებულების დაკავშირება ექსპორტის მოცულობასთან ან ღირებულებასთან, ან, ინვესტორის ინვესტიციასთან ასოცირებული, უცხოური ვალუტის შემოდინების ოდენობასთან;
(e) თავის ტერიტორიაზე, იმ საქონლის ან მომსახურების გაყიდვების შეზღუდვა, რომელსაც აწარმოებს ან უზრუნველყოფს ინვესტორის ინვესტიცია, ამგვარი გაყიდვების რაიმე ფორმით, მისი ექსპორტის მოცულობასთან, ან ღირებულებასთან, ან უცხოური ვალუტის გაცვლით მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირების გზით;
(f) ექსპორტის ან საექსპორტო გაყიდვის შეზღუდვა;
(g) რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების ხელმძღვანელ პირებად, მენეჯერებად ან დირექტორთა საბჭოს წევრებად დანიშვნა;
(h) დაამტკიცოს:
(i) როიალტის განსაზღვრული განაკვეთი ან ოდენობა სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში; ან
(ii) სალიცენზიო კონტრაქტის მოქმედების ვადა, ნებისმიერ სალიცენზიო კონტრაქტთან მიმართებით, რომელიც ნებაყოფლობით ფორმდება ინვესტორსა და ფიზიკურ პირს ან საწარმოს შორის, მის ტერიტორიაზე, იმისა მიუხედავად, შევიდა თუ არა ძალაში, იმ პირობით, რომ მოთხოვნა დაკისრებულ იქნა, ან ვალდებულება ან პირობა ძალაში შევიდა ხელშემკვრელი მხარის სახელისუფლებო ძალაუფლების გამოყენებით;
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მოხსენიებული „სალიცენზიო კონტრაქტი“ ნიშნავს ნებისმიერ სალიცენზიო კონტრაქტს, რომელიც ეხება ტექნოლოგიების გადაცემას, წარმოების პროცესს ან კომერციულ საიდუმლოებას.
(i) განთავსდეს ინვესტორის სათავო ოფისი მის ტერიტორიაზე, კონკრეტული რეგიონის ან მსოფლიო ბაზრისთვის;
(j) მისი მოქალაქეების განსაზღვრული ოდენობის ან პროცენტის დაქირავება; ან
(k) ინვესტორის მიერ წარმოებული, ერთი ან მეტი სახეობის საქონლის ან მომსახურების, ექსკლუზიურად მისი ტერიტორიიდან მიწოდება კონკრეტული რეგიონის ან მსოფლიო ბაზრისთვის.
2. არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია, თავის ტერიტორიაზე, ხელშემკვრელი მხარის, ან არახელშემკვრელი მხარის ინვესტორის საინვესტიციო საქმიანობებიდან, სარგებლის მიღების ან სარგებლის უწყვეტად მიღების პირობად აქციოს დაქვემდებარება შემდეგ რომელიმე მოთხოვნასთან:
(a) ეროვნული კომპონენტის განსაზღვრული დონის ან პროცენტის მიღწევა;
(b) თავის ტერიტორიაზე წარმოებული საქონლის შეძენა, გამოყენება ან უპირატესობის მინიჭება, ან, თავის ტერიტორიაზე, ფიზიკური პირისგან ან საწარმოსგან საქონლის შეძენა;
(c) რაიმე ფორმით იმპორტის მოცულობის ან ღირებულების დაკავშირება ექსპორტის მოცულობასთან ან ღირებულებასთან, ან, ინვესტორის ინვესტიციასთან ასოცირებული, უცხოური ვალუტის შემოდინების ოდენობასთან;
(d) თავის ტერიტორიაზე, იმ საქონლის ან მომსახურების გაყიდვების შეზღუდვა, რომელსაც აწარმოებს ან უზრუნველყოფს ინვესტორის ინვესტიცია, ამგვარი გაყიდვების რაიმე ფორმით, მისი ექსპორტის მოცულობასთან, ან ღირებულებასთან, ან უცხოური ვალუტის გაცვლით მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირების გზით; ან
(e) ექსპორტის ან საექსპორტო გაყიდვის შეზღუდვა.
3. (a) ქვეპუნქტი 1(h) არ გამოიყენება, როდესაც მოთხოვნის დაწესება ან ვალდებულების აღსრულება ხდება სასამართლოს, ადმინისტრაციული ტრიბუნალის ან კონკურენციის ორგანოს მიერ, რათა აღმოიფხვრას კონკურენციის კანონების ყველა სავარაუდო დარღვევა.
(b) ქვეპუნქტები 2(a) და 2(b) არ ვრცელდება იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მიერ დაწესებულ მოთხოვნებზე, რომლებიც უკავშირდება საქონლის აუცილებელ კომპონენტს პრეფერენციული ტარიფის ან პრეფერენციული ქვოტის მისაღებად.
4. პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება სხვა მოთხოვნებზე, გარდა ამ პუნქტებში მოცემული მოთხოვნების