1. მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები არ ვრცელდება:
(a) არც ერთ არსებულ შეუსაბამო ზომაზე, რომელსაც ახორციელებს ხელშემკვრელი მხარის ცენტრალური მთავრობა, ან რეგიონულური ან პრეფექტურის მთავრობა, როგორც ეს განსაზღვრულია თითოეული ხელშემკვრელი მხარის განრიგში, დანართი I;
(b) არც ერთ არსებულ შეუსაბამო ზომაზე, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი მთავრობა, (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშემკვრელი მხარის რეგიონული ან პრეფექტურის მთავრობის გარდა;
(c) (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებულ, არც ერთი შეუსაბამო ზომის გაგრძელებასა და დაუყონებლივ განახლებაზე; ან
(d) (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებულ, არც ერთ შეუსაბამო ზომის შესწორებასა ან ცვლილებაზე, იმ პირობით, რომ ეს შესწორება ან ცვლილება არ შეამცირებს მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებთან ზომის შესაბამისობის ხარიხს, რომელიც არსებობდა უშუალოდ შესწორების ან ცვლილების შეტანამდე.
2. მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები არ ვრცელდება არც ერთ ზომაზე, რომელსაც ხელშემკვრელი მხარე იღებს ან ინარჩუნებს იმ სექტორების, ქვესექტორების ან საქმიანობის მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია მის განრიგში, დანართი II.
3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე, იმ ზომის საფუძველზე, რომელიც მიღებულია ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ და გათვალისწინებულია მის განრიგში, დანართი II, არ მოსთხოვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, მისი მოქალაქეობის საფუძველზე, გაყიდოს ან სხვაგვარად გასცეს ინვესტიცია, რომელიც უკვე არსებობს იმ დროისთვის, როდესაც ეს ზომა ძალაში შევიდა.
4. იმ შემთხვევებში, როდესაც, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, ხელშემკვრელ მხარეს შესწორება ან ცვლილება შეაქვს თავის განრიგში, დანართი I, გაწერილ შეუსაბამო ზომებში, ან როდესაც ხელშემკვრელი მხარე იღებს ახალ ან უფრო შემზღუდავ ზომას იმ სექტორების, ქვესექტორების ან საქმიანობების მიმართ, რომლებიც გაწერილია მის განრიგში, დანართი II, ხელშემკვრელი მხარე, შესწორების ან მასში ცვლილების შეტანის, ან ახალი ან უფრო შემზღუდავი ზომის მიღებამდე, ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ ამის შემდეგ:
(a) აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს დეტალურ ინფორმაციას ამგვარი შესწორების ან ცვლილების, ან ამგვარი ზომების შესახებ; და
(b) მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნის საფუძველზე, გამართავს კონსულტაციებს კეთილსინდისიერების პრინციპით, მეორე ხელშემკვრელ მხარესთან, ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეეცდება, სადაც შესაფერისია, შეამციროს ან აღმოფხვრას თავის განრიგებში, დანართი I და დანართი II, მოცემული შეუსაბამო ზომები.
6. მე-2 და მე-3 მუხლები არ ვრცელდება არც ერთ იმ ზომაზე, რომელიც გათვალისწინებულია TRIPS-ის შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების გამონაკლისებში, ან დეროგაციებში, როგორც ეს კონკრეტულად მოცემულია TRIPS-ის შეთანხმების მე-3 – მე-5 მუხლებში.
7. მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები არ ვრცელდება არც ერთ ზომაზე, რომელსაც ხელშემკვრელი მხარე იღებს ან ინარჩუნებს სახელმწიფო შესყიდვების მიმარ