ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
(a) ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ყველა სახის აქტივს, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, რომელიც განხორციელებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც აქვს ინვესტიციის მახასიათებლები, მათ შორის, ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა კაპიტალის ან სხვა რესურსების დაბანდება, სარგებლის ან მოგების მოლოდინი ან რისკის ვარაუდი. ინვესტიციამ შეიძლება მიიღოს შემდეგი ფორმები:
საწარმო და საწარმოს ფილიალი;
წილები, აქციები ან სააქციო კაპიტალში მონაწილეობის სხვა ფორმები საწარმოში;
ობლიგაციები, ვალდებულებები, სესხები და ვალის სხვა ფორმები;
ვადიანი გარიგებები, ყიდვა-გაყიდვის უფლებები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები;
კონტრაქტებით, მათ შორის, სრულფასოვან ჩაბარებასთან, კონსტრუქციასთან, მენეჯმენტთან, წარმოებასთან ან შემოსავლის განაწილებასთან დაკავშირებული კონტრაქტებით გათვალისწინებული უფლებები;
მოთხოვნები ფულსა და კონტრაქტით გათვალისწინებულ, ფინანსური ღირებულების მქონე ნებისმიერ საქმიანობაზე;
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, გამოგონების პატენტები და სასარგებლო მოდელებთან დაკავშირებული უფლებები, სასაქონლო ნიშნები, დიზაინები, ინტეგრირებული მიკროსქემების ტოპოგრაფიის, მცენარეთა ახალი ჯიშები, სავაჭრო დასახელებები, წარმოშობის წყაროს აღნიშვნები ან გეოგრაფიული აღნიშვნები და გაუმჟღავნებელი ინფორმაცია;
სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ან კონტრაქტების საფუძველზე მინიჭებული უფლებები, როგორიცაა დათმობები, ლიცენზიები, უფლებამოსილებები და ნებართვები, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების მოძიებისა და ექსპლუატაციისთვის; და
ნებისმიერი სხვა მატერიალური და არამატერიალური, მოძრავი და უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული საკუთრების უფლებები, როგორიცაა იჯარა, იპოთეკური სესხი, ყადაღა და გირაო;
აქტივის ინვესტირების ფორმის შეცვლა გავლენას არ ახდენს მისი, როგორც ინვესტიციის მახასიათებელზე.
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ინვესტიცია არ ნიშნავს დადგენილებას ან გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია სასამართლო ან ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ან ინვესტიციასთან დაკავშირებით გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
(b) ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი“ ნიშნავს:
ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა მის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; ან
ამ ხელშემკვრელი მხარის საწარმოს,რომელიც აპირებს განახორციელოს, ახორციელებს ან უკვე განახორციელა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
(c) ტერმინი „საწარმო“ ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც სათანადოდ შექმნილი ან მოწყობილია სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მომგებიანი თუ არამომგებიანი საქმიანობისთვის, კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში ან მის მიერ კონტროლირებადი, მათ შორის, ნებისმიერი კორპორაცია, ტრასტი, პარტნიორობა, ინდივიდუალური მეწარმეობა, ერთობლივი საწარმო, ასოციაცია, ორგანიზაცია ან კომპანია;
(d) ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის საწარმო“ ნიშნავს საწარმოს, რომელიც სათანადოდ შექმნილი ან მოწყობილია ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
(e) ტერმინი „საინვესტიციო საქმიანობა“ ნიშნავს დაფუძნებას, შეძენას, გაფართოებას, ოპერირებას, მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლობასა და რეალიზაციას, ან ინვესტიციების სხვაგვარად განკარგვას;
(f) ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს:
საქართველოსთან მიმართებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ და შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ შორის ფსკერს, მის წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ასევე, მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; და
იაპონიასთან მიმართებით, იაპონიის ტერიტორიას და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც იაპონია ახორციელებს სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
(g) ტერმინი „არსებული“ ნიშნავს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისთვის ძალაში მყოფს;
(h) ტერმინი „თავისუფლად გამოყენებადი ვალუტა“ ნიშნავს თავისუფლად გამოყენებად ვალუტას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლებში განსაზღვრული მნიშვნელობით;
(i) ტერმინი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმება“ ნიშნავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელ მარაქეშის შეთანხმებას, რომელიც შესრულებულია მარაქეშში, 1994 წლის 15 აპრილს;
(j) ტერმინი „TRIPS-ის შეთანხმება“ ნიშნავს „ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმებას, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების 1C დანართში;
(k) ტერმინი „მოსარჩელე“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან საინვესტიციო დავის მხარეს;
(l) ტერმინი „მოპასუხე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარმოადგენს მხარეს საინვესტიციო დავაში;
(m) ტერმინი „დავის მხარე“ ნიშნავს ან მოსარჩელეს, ან მოპასუხეს;
(n) ტერმინი „დავის მხარეები“ ნიშნავს მოსარჩელეს და მოპასუხეს;
(o) ტერმინი „არამოდავე მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც არ არის მხარე საინვესტიციო დავაში;
(p) ტერმინი „ICSID“ ნიშნავს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს;
(q) ტერმინი „ICSID-ის დამატებითი პროცედურის წესები“ ნიშნავს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის სამდივნოს მიერ დადგენილ დამატებითი პროცედურის წესებს ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის“;
(r) ტერმინი „ICSID-ის კონვენცია“ ნიშნავს „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ 1965 წლის 18 მარტის ვაშინგტონის კონვენციას;
(s) ტერმინი „ნიუ-იორკის კონვენცია“ ნიშნავს „უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ 1958 წლის 10 ივნისის ნიუ-იორკის კონვენციას; და
(t) ტერმინი „UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესები“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის საარბიტრაჟო წესებს, შესწორებული 2010 წელ