1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს, თავის ტერიტორიაზე, მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ანიჭებს თავის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს, საინვესტიციო საქმიანობასთან მიმართებით.
2. პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც შემაფერხებელი ფაქტორი ხელშემკვრელი მხარისათვის მიიღოს ან შეინარჩუნოს ისეთი ზომა, რომელიც განსაზღვრავს სპეციალურ ფორმალობებს, მის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების საინვესტიციო საქმიანობებთან მიმართებით, იმ პირობით, რომ ამგვარი სპეციალური ფორმალობები არ შეაფერხებს ამ ინვესტორთათვის ამ შეთანხმებით მინიჭებულ უფლებებ