1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, რომელთა ინვესტიციებმაც განიცადეს ზარალი ან ზიანი პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, შეიარაღებული კონფლიქტის, ან სახელმწიფოში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, როგორიცაა, რევოლუცია, ამბოხება, სამოქალაქო არეულობა ან პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მომხდარი სხვა მსგავსი მოვლენა, აღნიშნული ზარალის ან ზიანის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად მორიგებასთან დაკავშირებით, მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარ ინვესტორებს ან არახელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია უფრო ხელსაყრელი მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორისთვის.

2. ნებისმიერი სახის გადახდა, როგორც პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშსწორების საშუალება, უნდა იყოს ეფექტიანად რეალიზებადი, თავისუფლად გადაცემადი და თავისუფლად კონვერტირებადი, ბაზარზე მოქმედი თავისუფლად გამოყენებადი სავალუტო კურსით

3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ თავისუფლდება პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებების შესრულებისგან იმის საფუძველზე, რომ მან გაატარა ზომები მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისა