ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მათი წარმომადგენლების შეხვედრის გამართვა, კერძოდ, იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაცვის ქვეშ მყოფი პირების ზრუნვაზე, შესაძლოა სათანადოდ შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მათთვის წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დასამტკიცებლად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელიც მოწვეული იქნება აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

კარი II

ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახ