კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ან დელეგატებს მათი მოვალეობების შესრულებისას.
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ მათი მისიის წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც თავიანთ მისიას ასრულებენ. მათი საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საგამონაკლისოდ და დროებით, როდესაც ეს გამოწვეულია გადაუდებელი სამხედრო აუცილებლობი