არავითარ კონტრაქტს, შეთანხმებას ან დებულებას არ შეუძლია შეზღუდოს ნებაყოფლობით ან იძულებით მომუშავე პირების უფლება, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა, მიმართონ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელს ამ სახელმწიფოსაგან შუამდგომლობის მისაღებად.
აკრძალულია ყოველგვარი ღონისძიება, რომელიც უმუშევრობის გამოწვევის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვისკენაა მიმართული და რაც მიზნად ისახავს მშრომელი მოსახლეობის ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობის იძულებას.