ოკუპანტ სახელმწიფოს ეკრძალება შეცვალოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანამდებობის პირთა ან მოსამართლეთა სტატუსი, გამოიყენოს მათ წინააღმდეგ სანქციები, იძულების ღონისძიებები ან შეავიწროვოს ისინი იმის გამო, რომ სინდისის კარნახით ისინი თავს არიდებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

ეს აკრძალვა არ ვრცელდება 51-ე მუხლის მეორე აბზაცის დებულებათა გამოყენებაზე და არ ზღუდავს ოკუპანტი სახელმწიფოს უფლებას, მოხსნას თანამდებობის პირები დაკავებული პოსტებიდან.