ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ბავშვების ვინაობის დადგენისა და მათი ნათესაური კავშირების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს ბავშვების სამოქალაქო მდგომარეობა და ისინი არ უნდა ჩაირიცხონ ოკუპანტ სახელმწიფოზე დაქვემდებარებულ ფორმირებებსა და ორგანიზაციებში.
თუ ადგილობრივ დაწესებულებებს არ შეუძლიათ ამ ფუნქციების შესრულება, ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები ობოლი ან ომის შედეგად მშობლებს დაცილებული ბავშვების მოვლისა და განათლების უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, თუ მათზე ახლო ნათესავები ან მეგობრები ვერ ზრუნავენ. სწავლება, შეძლებისდაგვარად, უნდა განხორციელდეს იმავე ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და იმავე ენაზე მოლაპარაკე პირების მიერ.
136-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ბიუროს სპეციალურმა განყოფილებამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმ ბავშვთა ვინაობის ზუსტად დასადგენად, რომელთა ვინაობაც ეჭვს იწვევს. მათ ხელთ არსებული მონაცემები ბავშვის მშობლებისა და სხვა ახლო ნათესავების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს.
ოკუპანტმა სახელმწიფომ არ უნდა დააბრკოლოს თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების, ორსული ქალებისა და შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების დედების მიმართ კვების, სამედიცინო მოვლისა და საომარი მოქმედებებისგან დაცვის სფეროში ოკუპაციამდე მიღებული პრეფერენციული ზომების განხორციელებ